გახარია: წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდეგი ბრილიანტი

1174

წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდეგი ბრილიანტი, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გეოგრაფიულად დღეს წყალტუბო არის ტურისტული თვალსაზრისით, ყველაზე პერსპექტიული და მიმზიდველი მიმართულება, რომელსაც სჭირდება ინვესტიციები.

“წყალტუბო, როგორც ტურისტული ბრენდი უკვე ჩამოყალიბებულია, მას სჭირდება იმ ძველი ისტორიის აღდგენა, თანამედროვეობის გარკვეული ხარისხის, ნიშნის დამატება და ეს ყველაფერი იქნება. შეიძლება ჩვენ, განსაკუთრებით ამ პანდემიის პირობებში, დროში სადღაც ჩამოვრჩეთ, მაგრამ წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდეგი ბრილიანტი და ნახავთ,” – განაცხადა გახარიამ.