ქალაქ ბოლნისს უახლოეს ხანში კიდევ ერთი ქვაფენილიანი ქუჩა შეემატება

450

ქალაქ ბოლნისს მალე კიდევ ერთი ქვაფენილიანი ქუჩა შეემატება – ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მერაბ კოსტავას ქუჩაზე ათეული წლების განმავლობაში არსებული გზის პრობლემა უახლოეს ხანში მოგვარდება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის პირველ ეტაპზე ქუჩაში არსებული დაზიანებული კედლებისა და ღობეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, შემდგომ კი გზაზე ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგება. აღსანიშნავია, რომ კოსტავას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი წინა წელს მოწესრიგდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 579, 000 ლარს შეადგენს. უახლოეს პერიოდში მერაბ კოსტავს მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციაც იგეგმება.