წინა სტატია
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, არ ელოდება, რომ პროკურატურა ვარკეთილის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებსმ რადგან "ინციდენტიც არ ყოფილა".
"პირიქით, კონკრეტულმა ადამიანმა ვისზეც თქვენ საუბრობთ, მადლობა უნდა გადამიხადოს, რომ გადავარჩინეთ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების მხრიდან, რომ ისინი ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ და არ ეცემათ. სხვათა შორის, ჩემთანაც იყო მერიაში მოსული და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა, ავტოგრაფიანი მაისური მიიღო," — განაცხადა კალაძემ.
ვარკეთილში 5 ივნისს...
სამგორი-ლილოს მიწისზედა მეტროს პროექტი თანხების მოძიებისთანავე განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა კითხვაზე, რატომ არ დაიწყო სამგორი-ლილოს დამაკავშირებელი მეტროს მშენებლობა.
თბილისის მერის განმარტებით, პროექტი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რომლის საშუალებაც დღეს ბიუჯეტს არ აქვს.
„პროექტი არსებობს, დაახლოებით 150 მილიონ დოლარზე არის, მცირედით მეტი. დიდ თანხებზეა საუბარი. როგორც კი მოხდება თანხების მოძიება, რა თქმა უნდა, ეს პროექტი განხორციელდება. ასევე სრულდება კვლევა, რამდენად სწორი...
გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შეშელიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ხიზანიშვილის ქუჩაზე კი ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გადაადგილების შეზღუდვა 12 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს:
N23, N24, N32 და N33 ავტობუსები სარაჯიშვილის გამზირამდე შეშელიძის ქუჩის გავლით იმოძრავებენ, შემდეგ კი მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ; N23, N24, N33 მარშრუტები...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლით წაუყენა, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
როგორც "კახეთის ხმას” საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, თავიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით...
რუსთავში არსებული გარეგანათებები LED სანათებით იცვლება. პირველ ეტაპზე 1500 სანათი შეიცვლება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, შემდგომ ეტაპზე კი სანათების ჩანაცვლება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსულ ცენტრალურ ქუჩებსა და უბნებში მოხდება.
ჯამში, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ენერგოეფექტური, თანამედროვე ტიპის LED სანათით, 3000 სანათი ჩანაცვლდება.
ახალი სანათი წერტილების დამონტჟების სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს.
დიოდური სანათების ავტომატიზებული სისტემა უზრუნველყოფს ქალაქის უკეთეს ვიზუალურ, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ განათებას. ახალი სანათების მთავარი...
"2020 წელს რუსთავში ორ ლოკაციაზე, რეკრეაციული სივრცე შეიქმნება. კერძოდ, ზაქარია ფალიაშვილის და მშენებელთა ქუჩების მიმდებარედ დაგეგმილია სკვერის რეაბილიტაცია-კეთელმოწყობა", - ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში გაკეთდება: ფიროსმანის, რუსთაველის, გონაშვილის, რჩეულიშვილის და გოგი დოლიძის ქუჩებზე სატრანსპორტო გზა და კეთილმოეწყობა ტროტუარები.
დაგეგმილია, რამდენიმე მიკრორაიონსა და ქუჩაზე შიდა ეზოების...
თელავის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. აღნიშნული თანამდებობა მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა დაიკავა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
ყუშიტაშვილი ამბობს, რომ ის კულტურის და სოციალური მიმართულებით იმუშავებს.
"2012 წლიდან მუშაობდი მერიაში და დღემდე ვიკავებდი კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობას. ახლა ჩემი საკურატორო ზონა იქნება სპორტი, კულტურა, ახალგაზრდობა, განათლება და დაემატა ჯანდაცვა და სოციალური სფერო. ასე...
ქალაქ ახალციხეში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველისა (№99, №99ა, №101,№103, №107) და აპინძის ქუჩებზე (№36) მდებარე მრავალსართულიან კორპუსებზე. პროექტის ფარგლებში ხორციელდება საცხოვრებელი სახლების ფასადების მოპირკეთება და შეღებვა, სადარბაზოებისა და აივნების კეთილმოწყობა, სადარბაზოებში იცვლება ფანჯრები და კორპუსების მაცხოვრებლები რკინის ახალი კოდირებული კარით ისარგებლებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან...
მორიგი პროტესტი ნინოწმინდაში, ადგილობრივები ისევ საძოვრების პრობლემაზე ჩივიან. ამჯერად დახმარებას ქალაქ ნინოწმინდის და სოფელ ტამბოვკას მოსახლეობა ითხოვს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ქალაქ ნინოწმინდაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ საძოვრების ფართობი ყოველწლიურად მცირდება. გარდა ამისა, გზა, რომლითაც პირუტყვი საძოვარზე დაჰყავთ, გაყიდულია.
„სად არის კანონი და ხელმძღვანელობა?! 500–მდე საძოვარი უკანონოდ გაყიდეს. ვის აქვს უფლება საძოვრების გაყიდვის? გლეხები მიწათმოქმედებით ვირჩენთ თავს, მაშინ დაგვასაქმონ. დაურეკონ ექსპერტებს...
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულასა და წევაში გაზსადენის მშენებლობისათვის ტენდერი 8 ივნისს გამოაცხადა.
სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 184 100 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 24 ივნიის დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 190 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 13 სოფელში საუბნო გზების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ადგილობრივი ხელისუფლება სამუშაოებისთვის 177 300 ლარის გადახდას ვარაუდობს.
ტენდერის დადებითად დასრულების შემდეგ, საუბნო გზები მოეწყობა:
ახალხიზაში, ახრისში, ბერშუეთში, ციცაგიიანთკარში, კირბალში, ქვემო ხვითში, ქვემო არცევში, ქვემო ახალსოფელში, ქვემო ნიქოზში, ქვემო რიეთში, წითელუბანში,ზარდიაანთკარსა და ზემო ნიქოზში.
სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.
წინა სტატია
ქარისგან დაზიანებული კორპუსის სახურავის შესაკეთებლად, გორის მერიას ხელშეკრულების გაფორმება შპს "მოურავთან" სურს. აღნიშნული კომპანიისგან მომსახურების შეძენა მერიას გამარტივებული შესყიდვის წესით უნდა. ამისთვის უწყება ბიუჯეტიდან 10 703 ლარის დახარჯვას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
"ვინაიადან 2017 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული N138 ხელშეკრულების ფარგლებში საგარანტიო პერიოდიდან გამომდინარე იწყება სტალინის N1 სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს მიზანშეწონილად...
ბახმაროში ძალიან ბევრი კარგი პროექტი ხორციელდება, ბახმაროში მიმდინარე გამრიცხველიანებით საუკუნის პრობლემა გვარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.
სუბარის თქმით, უშუქობა და უწყლობა ბახმაროს მუდმივი პრობლემა იყო, დღეს კი უკვე დასრულების პირასაა ის სამუშაოები, რაც ამ პრობლემებს მოხსნის და 12 თვის განმავლობაში ბახმაროს ექნება კარგი ხარისხის ელექტროენერგია და წყალი
პროექტის მიხედვით ბახმაროში...
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის შესასვლელში ფირნიშის რეაბილიტაციაში 10 000 ლარი გადაიხადა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
თანხა ბიუჯეტიდან გამოიყო და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის მონაკვეთზე არსებული ფირნიშის რეაბილიტაციას მოხმარდა.
პროექტის ფარგლებში, ასევე ეწყობა მიმდებარე ტერიტორია და მონტაჟდება გარეგანათება.
ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსმა გია ჩიჯავაძემ თანამდებობა დატოვა. არსებული ინფოირმაციით, ის პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
ამ დროისათვის სამსახურის უფროსის მოვალეობას ფიქრია ხაჭაპურიძე ასრულებს.
გია ჩიჯავაძე ამ პოსტზე 2015 წელს დაინიშნა. საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
ქუთაისში რამდენიმე სპორტული სკოლის და დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიის ცნობით, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე ფარიკაობის სპორტულ სკოლას და კრივის დარბაზს ეწვივნენ და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
ლევან კირკიტაძის სახელობის ფარიკაობის სპორტული სკოლის რეაბილიტაცია მოიცავს, როგორც შენობის ფასადის განახლებას, ასევე ინტერიერის მოწესრიგებას - შეიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი და ჭერი,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































