გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 13 სოფელში საუბნო გზების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ადგილობრივი ხელისუფლება სამუშაოებისთვის 177 300 ლარის გადახდას ვარაუდობს.
ტენდერის დადებითად დასრულების შემდეგ, საუბნო გზები მოეწყობა:
ახალხიზაში, ახრისში, ბერშუეთში, ციცაგიიანთკარში, კირბალში, ქვემო ხვითში, ქვემო არცევში, ქვემო ახალსოფელში, ქვემო ნიქოზში, ქვემო რიეთში, წითელუბანში,ზარდიაანთკარსა და ზემო ნიქოზში.
სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.