თელავის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. აღნიშნული თანამდებობა მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა დაიკავა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
ყუშიტაშვილი ამბობს, რომ ის კულტურის და სოციალური მიმართულებით იმუშავებს.
“2012 წლიდან მუშაობდი მერიაში და დღემდე ვიკავებდი კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობას. ახლა ჩემი საკურატორო ზონა იქნება სპორტი, კულტურა, ახალგაზრდობა, განათლება და დაემატა ჯანდაცვა და სოციალური სფერო. ასე რომ საქმე მოიმატა და პასუხისმგებლობებმაც”, – აცხადებს ფიქრია ყუშიტაშვილი.