ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის შესასვლელში ფირნიშის რეაბილიტაციაში 10 000 ლარი გადაიხადა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
თანხა ბიუჯეტიდან გამოიყო და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის მონაკვეთზე არსებული ფირნიშის რეაბილიტაციას მოხმარდა.
პროექტის ფარგლებში, ასევე ეწყობა მიმდებარე ტერიტორია და მონტაჟდება გარეგანათება.