ახალციხეში მრავალსართულიანი კორპუსების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია გრძელდება

499

ქალაქ ახალციხეში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველისა (№99, №99ა, №101,№103, №107) და აპინძის ქუჩებზე (№36) მდებარე მრავალსართულიან კორპუსებზე. პროექტის ფარგლებში ხორციელდება საცხოვრებელი სახლების ფასადების მოპირკეთება და შეღებვა, სადარბაზოებისა და აივნების კეთილმოწყობა, სადარბაზოებში იცვლება ფანჯრები და კორპუსების მაცხოვრებლები რკინის ახალი კოდირებული კარით ისარგებლებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ქალაქის იერ-სახისა და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს მოწესრიგება, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ეტაპობრივად გაგრძელდება.