რუსთავში არსებული გარეგანათებები LED სანათებით იცვლება. პირველ ეტაპზე 1500 სანათი შეიცვლება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, შემდგომ ეტაპზე კი სანათების ჩანაცვლება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსულ ცენტრალურ ქუჩებსა და უბნებში მოხდება.
ჯამში, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ენერგოეფექტური, თანამედროვე ტიპის LED სანათით, 3000 სანათი ჩანაცვლდება.
ახალი სანათი წერტილების დამონტჟების სამუშაოებს “რუსთავსერვის ცენტრი” ახორციელებს.
დიოდური სანათების ავტომატიზებული სისტემა უზრუნველყოფს ქალაქის უკეთეს ვიზუალურ, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ განათებას. ახალი სანათების მთავარი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა, რაც რუსთავის გარეგანათებაში დახარჯულ ელექტროენერგიას რამდენიმე პროცენტით შეამცირებს.