საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულასა და წევაში გაზსადენის მშენებლობისათვის ტენდერი 8 ივნისს გამოაცხადა.
სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 184 100 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 24 ივნიის დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 190 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.