სოფელ მოლაოღლუს მოსახლეობას 20 წლის განმავლობაში პირველად შეუძლიათ სოფლის მოასფალტებულ გზებზე სიარული. სოფელში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დაიწყო და რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მოლაოღლუს მოსახლეობა ამბობს, რომ გზების მოასფალტების შემდგომ ქუჩებში მტვერი აღარაა და უფრო იოლად და მშვიდად გადაადგილდებიან.
49 წლის გულსუმ ოსმანოვა იხსენებს, თუ რამდენად დიდ პრობლემას უქმნიდა სოფელს უგზოობა. ამბობს, რომ თუ სოფელში ვინმე...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 300 ცალ სანაგვე ურნას შეისყიდის. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულის მერიამ მუნიციპალიტეტისთვის 300 ცალი, 1.1 კუბ.მეტრი მოცულობის, ნაგვისა და ნარჩენების კონტეინერების შესყიდვის ტენდერი 9 ივნისს გამოაცხადა.
მარნეულის მერია სამას კონტეინერში 300 000 ლარის გადახდას გეგმავს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფმა შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ახალი სანაგვე ურნები ქალაქ მარნეულში განთავსდება.
„მარნეულში შეიცვლება...
დაბა ფასანაურის მოსახლეობის ხარისხიანი წყალმომარაგებისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წყლის სისტემის მშენებლობა–რეაბილიტაციისთვის, კონტრაქტორი კომპანიის გამოსავლენად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.
დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ ფასანაურში მაჟორიტარ დეპუტატს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს გააცნო.
"ფასანაურის მოსახლეობა ამჟამადაც სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო ხშირია დაზიანებისა...
დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში კონტრაქტორმა კომპანიამ ასფალტის პირველი ფენა დააგო.
მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მე-6 კორპუსიდან მე-2 კორპუსამდე არსებულ გზის მონაკვეთზე ჯამში, 3 180 კვ.მ ფართობზე ასფალტი დაიგო, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე, ტროტუარზე.
როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, მოეწყო 1 100 გრძ.მ ბორდიური. სამუშაოებისთვის, რომელსაც დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის მცხოვრებთა ნაწილს წყალმომარაგების პრობლემები სასმელი წყლის სამეურნეო მიზნებისთვის გამოყენების გამო შეექმნა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ სოფელში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის 1200 აბონენტს, ყოველდღიურად, არსებული ორი რეზერვუარიდან, 1000 ტონამდე წყალს აწვდიან, თუმცა, იმის გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებს სამეურნეო მიზნებისთვის, პრობლემები ექმნება მაღალ ადგილებში მცხოვრებ 30-40 -მდე ოჯახს.
"ერთ კვირაში,...
მარნეულის ეგრედწოდებული „წინა ბაზარი“ შესაძლოა სამ დღეში გაიხსნას. სავაჭრო დაწესებულება მომხმარებლებს ახალ გარემოში მიიღებს. შიდა ტერიტორიაზე განახლდა დახლები, გადაიხურა ობიექტები და დამონტაჟდა ხელსაბანი ნიჟარები.
როგორც რადიო „მარნეულს“ ამავე ბაზრის დირექტორმა საბა ნავერიანმა უთხრა, სარემონტო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. მუშაობის განახლება კი სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეოის სამინისტროს დასტურზეა დამოკიდებული. უწყებებს ბაზარში უახლოეს დღეებში ელოდებიან.
„რეკომენდაციები და ყველაფერი შეძლებისდდაგვარად არის გამოსწორებული და...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში გუშინ მოსახლეობის სრული კვლევა ჩატარდა. გეტში 35 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და “კოვიდ19” არც ერთ მათგანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ტვ4 წერს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზის საფუძველზე, სავარაუდოდ, შაბათ-კვირას მოიხსნება. შეგახსებთ, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი სოფელ გეტას გარდა, სოფელ მუშევანშიც მოქმედებს.
ბოლნისში “კოვიდ19”-ის ბოლო შემთხვევა 2 დღის წინ დადასტურდა, რომელიც სოფელ ქვემო ბოლნისს უკავშირდება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 186 დადასტურებული შემთხვევაა. 114...
ყვარლის სოფელ ახალსოფელში სპორტული კომპლექსი შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 1 680 000 ლარია, სპორტული კომპლექსის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდანდაფინანსდა. ამის შესახებ სპექტრი წერს.
"ახალსოფელი ერთ- ერთი ყველაზე დიდი სოფელია ყვარლის მუნიციპალიტეტში და ზოგადად კახეთში. ახალსოფელში ამჟამად, მიმდინარეობს მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს დაიწყო და წელს დასრულდება. აღნიშნულ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოგეხსენებათ რომ სოფელი დიდია, თავისი...
რუსთავიდან თბილისში, სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.
კომპანია ინტერტრანსის ხელმძღვანელობასა და ე.წ ალდაგის მიკროავტობუსების მძღოლებს შორის შეთანხმება დღიურ შენატანზე ვერ შედგა.
როგორც "ინფო რუსთავს" მძღოლებმა განუცხადეს, მგზავრთა ნაკადი შემცირებულია, რის გამოც ისინი არსებულ დღიურ შენატანს კომპანიას ვერ გადაუხდიან და შენატანის შემცირება ითხოვეს.
კომპანიისგან საპასუხოდ კი სამუშაო პროცესის შეჩრების მითითება მიიღეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს კომპანია ინტერტრანსშიც.
"მოგახსენებთ,...
წინა სტატია
კახეთის რეგიონის კლინიკებში გახსნილი „ცხელების ცენტრები“ გაუქმდა, მათ მუშაობა ჩვეული რეჟიმით განაახლეს. ცენტრები თელავის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს საავადმყოფოებში კორონავირუსის პანდემიის გამო ფუნქციონირებდა და იქ მომატებული ტემპერატურის მქონე პაციენტებს იღებდნენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, „ცხელების ცენტრების“ გაუქმება რეგიონში კარგი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვიტეს.
„ცხელების ცენტრები უკვე აღარ არის, იმიტომ რომ ფაქტიურად შემთხვევები აღარ...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სამუშაოებისთვის სავარაუდოდ 4 მილიონ 052 903 ლარი დაიახარჯება. ტენდრზე წინადადებების მიღება რვა ივლისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 11 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.
ახალგაზრდობის სააგენტო, სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების, „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის,“ ფარგლებში 10 რეგიონის საპილოტე მუნიციპალიტეტებში, ახალგაზრდების საჭიროებების, ინტერესებისა და დამოკიდებულებების შესწავლის მიზნით კვლევას იწყებს, რაც საფუძვლად დაედება ადგილზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ვინაიდან პოლიტიკის შექმნისას მტკიცებულებები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, კვლევის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები და გამოწვევები, ახალგაზრდების საჭიროებები და ახალგაზრდების შესაძლებლობები.
„კვლევა შეეხება ისეთ...
ხონის დევნილთა დასახლებაში, კულტურის სახლისა და საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს და რეაბილიტირებული შენობები ოფიციალურად გახსნეს.
მათივე ცნობით, კულტურის სახლისა და საბავშვო ბაღის...
წინა სტატია
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ბაკურიანში სახელმწიფოსა და "ქართუს" შორის დადებულ გარიგებას ეხმაურება. მისი თქმით გაცვლა სახელმწიფოს ინტერესი იყო და ამით "ქართუ ჯგუფს" სარგებელი არ მიუღია.
ამ დღეებში გავრცელდა აბსოლუტურად დამახინჯებული ინტერპრეტაცია, თითქოს „ქართუ ჯგუფმა“ სარგებელი მიიღო ბაკურიანში მიწების გადაცვლით. ესაა თავდაყირად მოწოდებული ინფორმაცია, - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2023 წელს ბაკურიანში სათხილამურო და...
ქალაქ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ216(ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის კმ15-კმ17 (ქ.ქუთაისი ჭავჭავაძის გამზირი, გუგუნავას ქუჩის შესახვევიდან გზაგამტარი ხიდის ჩათვლით) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2020 წლის 12 ივნისიდან, 12 ივლისის ჩათვლით, მხოლოდ ღამის საათებში 22:00 საათიდან-07:30 სთ-მდე, ნაწილობრივ...
რიკოთის გზის მშენებელი კომპანია გააფრთხილეს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის პროექტი ორ 25 კმ-იან მონაკვეთებადაა დაყოფილი.
პირველი მონაკვეთის (ძირულა-ხარაგაული-მოლითი) მშენებლობას კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს, ხოლო მეორე მონაკვეთის (ფონა-ჩუმათელეთი) მშენებლობას აზერბაიჯანული კომპანია – „აკორდი“.
მეორე მონაკვეთზე, პირველთან შედარებით, სამუშაოების პროგრესი დაბალია, რისთვისაც კომპანიას გაფრთხილება და შესაბამისი ინსტრუქციები მიეცა. ამ მონაკვეთზე, სამუშაოების დაბალი ტემპი კორონავირუსის მიერ შექმნილი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































