ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში გუშინ მოსახლეობის სრული კვლევა ჩატარდა. გეტში 35 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და “კოვიდ19” არც ერთ მათგანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ტვ4 წერს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზის საფუძველზე, სავარაუდოდ, შაბათ-კვირას მოიხსნება. შეგახსებთ, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი სოფელ გეტას გარდა, სოფელ მუშევანშიც მოქმედებს.
ბოლნისში “კოვიდ19”-ის ბოლო შემთხვევა 2 დღის წინ დადასტურდა, რომელიც სოფელ ქვემო ბოლნისს უკავშირდება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 186 დადასტურებული შემთხვევაა. 114 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი იყო გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყანაში 23 მაისიდან გაუქმდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 831 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 694 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.