ყვარლის სოფელ ახალსოფელში სპორტული კომპლექსი შენდება

587

ყვარლის სოფელ ახალსოფელში სპორტული კომპლექსი შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 1 680 000 ლარია, სპორტული კომპლექსის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდანდაფინანსდა. ამის შესახებ სპექტრი წერს.

“ახალსოფელი ერთ- ერთი ყველაზე დიდი სოფელია ყვარლის მუნიციპალიტეტში და ზოგადად კახეთში. ახალსოფელში ამჟამად, მიმდინარეობს მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს დაიწყო და წელს დასრულდება. აღნიშნულ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოგეხსენებათ რომ სოფელი დიდია, თავისი სპორტული ცხოვრების ტრადიციით და ახალგაზრდების ფიზიკური აღზრდის კუთხით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სოფელს გააჩნდეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი,”- აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ახალსოფლის თემში შედის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლები. ჯანსაღი ცხროვრების წესისადმი მიდრეკილება საკმაოდ მაღალია, მოსახლეობის განწყობა ამ პროექტის მიმართ არის საკმაოდ დადებითი და ელოდებიან მშენებლობის დასრულებას, რათა ახალ გარემოში შეძლონ ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავება,” – განაცხადა ყვარლის მერმა როსტომ სესიაშვილმა.