ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ღამის საათებში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

1221

ქალაქ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ216(ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის კმ15-კმ17 (ქ.ქუთაისი ჭავჭავაძის გამზირი, გუგუნავას ქუჩის შესახვევიდან გზაგამტარი ხიდის ჩათვლით) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2020 წლის 12 ივნისიდან, 12 ივლისის ჩათვლით, მხოლოდ ღამის საათებში 22:00 საათიდან-07:30 სთ-მდე, ნაწილობრივ შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.