ხონის დევნილთა დასახლებაში კულტურის სახლი და საბავშვო ბაღი გაიხსნა

600

ხონის დევნილთა დასახლებაში, კულტურის სახლისა და საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს და რეაბილიტირებული შენობები ოფიციალურად გახსნეს.

მათივე ცნობით, კულტურის სახლისა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტის ნაწილია, რომელიც აღნიშნული შენობების სხვადასხვა ინვენტარით, მათ შორის ავეჯით, მუსიკალური ინსტრუმენტებითა და წიგნებით აღჭურვასაც ითვალისწინებს.

„ხონის #2-ე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ერთ-ერთი პირველია იმ 10 საბავშვო ბაღს შორის, რომლებიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით დევნილთა დასახლებების მიმდებარედ რეაბილიტირდება და აშენდება. დევნილთა საგანმანათლებლო და სოციალური ინტეგრაციის ხელშესაწყობად ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დასახლებებში არსებული საჭიროებები. გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც 2021 წელს დასრულდება, დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.