მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 300 ცალ სანაგვე ურნას შეისყიდის. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულის მერიამ მუნიციპალიტეტისთვის 300 ცალი, 1.1 კუბ.მეტრი მოცულობის, ნაგვისა და ნარჩენების კონტეინერების შესყიდვის ტენდერი 9 ივნისს გამოაცხადა.
მარნეულის მერია სამას კონტეინერში 300 000 ლარის გადახდას გეგმავს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფმა შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ახალი სანაგვე ურნები ქალაქ მარნეულში განთავსდება.
„მარნეულში შეიცვლება ურნები, ძველი ურნები კი სხვადასხვა სოფლებზე გადანაწილდება. ამ ეტაპზე „სუფთა მარნეულის“ ბალანსზე სულ 730 სანაგვე კონტეინერია“ – ამბობს ლერი მუმლაძე.
მარნელის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 19-დან 22 ივნისამდე პერიოდში შეეძლებათ.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მარნეულის მერიას სამასი ურნა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა გადასცეს.