დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში ასფალტის პირველი ფენა დააგეს

859

დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში კონტრაქტორმა კომპანიამ ასფალტის პირველი ფენა დააგო.

მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მე-6 კორპუსიდან მე-2 კორპუსამდე არსებულ გზის მონაკვეთზე ჯამში, 3 180 კვ.მ ფართობზე ასფალტი დაიგო, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე, ტროტუარზე.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, მოეწყო 1 100 გრძ.მ ბორდიური. სამუშაოებისთვის, რომელსაც დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბიემსი“ ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარია გამოყოფილი.