video
ამორტიზებული სპორტული მოედნები ქობულეთში, გაცემული დაპირებები და კვლავ შეუცვლელი რეალობა. უმეთვალყურეოდ დატოვებული სტადიონები რეაბილიტაციას ისევ საჭიროებს. ადგილობრივები მუნიციპალიტეტის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორია ავარიულ მოედნებზე ახალგაზრდების სპორტული ცხოვრება, - ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ეს სპორტული მოედანი  2010  წელს აშენდა. მშენებელ კომპანიას მისი მოვლა-პატრონობა ექსპლუატაციაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში ევალებოდა. ვადა ამოიწურა და უმეთვალყურეოდ დატოვებულ სტადიონს მოუვლელობა...
ქობულეთის სოფელ ლეღვაშიმოსახლეობას წლებია  წყლის პრობლემა აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მოსახლეობის თქმით, საკარმიდამო ნაკვეთებს დროულად ვერ რწყავენ და ნარგავები უხმებათ. მთავარი შიში, გვალვის შედეგად მიყენებული ზიანის მოლოდინია. გარდა სარწყავისა, მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაც აქვთ. მათი თქმით, სუფთა წყალი ზოგჯერ საერთოდ არ, ზოგჯერ კი მხოლოდ საღამოს საათებში და ისიც გრაფიკით მიეწოდებათ. ლეღვაში წყლის მიწოდების გადაუჭრელ პრობლემაზე საუბრობს ქობულეთის საკრებულოს...
თერჯოლაში მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან 9 მსხვილმასშტაბიანი პროექტი განხორციელდება, აქედან ექვსი, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, გზების მოწყობას ითვალისწინებს. თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვარდიგორა-ჯგილათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა, სრული დატვირთვით მიმდინარეობს. რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელ გზაზე საერთო ჯამში არმირებული ბეტონის საფარი 3,5 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 მლნ 100 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გი-ან...
ზესტაფონში, სოფელ რკვიაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად მიმდინარეობს. ზესტაფონის მერიის ცნობით, სასოფლო გზას, რომლითაც ყოველდღიურად 200 – მდე ადამიანი სარგებლობს, მანამდე არასდროს ჰქონია გზის საფარი. მერიის ცნობით, პროექტი აღნიშნულ დასახლებაში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. არმირებული ბეტონის საფარი გზის 1500-მეტრიან მონაკვეთზე ეწყობა. პროექტის ღირებულება 298 499 ლარია. სატენდერო ვალდებულების შესაბამისად, რკვიის სასოფლო გზის რეაბილიტაციას შპს „ბილტმორი“ ახორციელებს. გზის აღდგენის სამუშაოები სოფელ რკვიაში...
დუშეთის რეაბილიტაცია, რომელიც 2018 წელს დაიწყო, ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ამჟამად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახალი კონტრაქტორი კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს. ამის შესახებ სტატიას კომერსანტი ავრცელებს. როგორც ცნობილია, დუშეთის ისტორიული ქუჩებისა და სახლების რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიას ცოტა ხნის წინ ფონდის გადაწყვეტილებით შეუწყდა უფლებამოსილება, ჯერჯერობით ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, ტენდერის მეშვეობით ახალი შემსრულებელი კონტრაქტორი ორ კვირაში აიღებს ვალდებულებას. დუშეთის მერის ზურაბ...
წინა სტატია ოზურგეთის სოფელ ძიმითში ადგილობრივები მდინარე სუფსაზე კარიერის წარმოებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, მსგავსი შეხვედრა ადრეც გაიმართა. როგორც მოსახლეობა ამბობს, მდინარეზე კომპანია “სამი ძმა” ინერტული მასალების მოპოვებას ადგილობრივების კუთვნილ ნაკვეთებზე ახორციელებს. ისინი მდინარეზე კარიერული წარმოების შეჩერების მოითხოვენ. შეხვედრას გარემოსდაცვითი ორგანიზაცია – “ეკო” ესწრებოდა. როგორც “ეკოს” თავმჯდომარე, ირმა გორდელაძე ამბობს, კომპანია “სამ ძმას” დოკუმენტაცია წესრიგში არ აქვს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ადგილობრივები ინერტული მასალების...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ - თინათინ ზოიძემ წარმოადგინა. „ცვლილება საინვესტიციო პოლიტიკის ხელშეწყობასა და პრაქტიკაში...
ენერგოომბუდსმენის აპარატმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიში წარმოადგინა. როგორც ენერგოომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, დოკუმენტში ვრცლად არის განხილული თითოეულ დარგში არსებული პრობლემები და გამოწვევები, საზოგადოებრივი დამცველისა და კომპანიების მხრიდან განხორციელებული საქმიანობების ანალიზი და მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და გაუმჯობესების შედეგები. „2019 წლის ანგარიში უკვე წარედგინა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ...
მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები პეკინის ქუჩაზე, სამშენებლო სამუშაოების გამო საგანგებოდ აღმართულ დროებით ღობეზე წარწერის გაკეთების გამო დააჯარიმეს. ამის შესახებ on.ge წერს.  "გვახსოვს, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს" — ამ წარწერებს აკეთებდნენ აქტივისტები, როცა მათთან პოლიციელები მივიდნენ. ტერიტორიაზე პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული, ისინი ინტერესდებოდნენ, რას აკეთებდნენ აქტივისტები. პოლიციელმა ადგილზე მყოფ ხუთამდე ადამიანს უთხრა, რომ წარწერის გაკეთება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. "თვითნებურად შესრულებული ნებისმიერი სახის წარწერის, ნახატის... შენობა-ნაგებობებზე, ღობეებზე,...
ზუგდიდი საქართველოში პირველი მუნიციპალიტეტია, რომელსაც "მწვანე ბიუჯეტი“ ექნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში „მწვანე ბიუჯეტის“ საპროექტო განაცხადების მიღება მიმდინარეიობს. პროექტის მიხედვით, ქალაქში არსებულ ქუჩებსა და უბნების გამწვანების პროექტებისა და იდეების წარდგენა მოქალაქეებს შეეძლებათ, რომელსაც მუნიციპალიტეტი 95 პროცენტით დააფინანსებს. საწყის ეტაპზე, ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად გამოიყო 100 000 ლარი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილია „მწვანე ბიუჯეტის“...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის მაჭახელას ეროვნული პარკთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ხელშეკრულების ფარგლებში, მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 120 000 ევროს ღირებულების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებს. მაჭახელას ეროვნული პარკი 2012 წელს, ქალაქ ბათუმიდან 30 კმ-ის დაშორებით შეიქმნა. პარკის შექმნის მიზანს უნიკალური...
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამჯერად, ასფალტის საფარი ივანე კაჭარავას გზის მონაკვეთზე იგება. თბილისის მერიის ცნობით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, 110 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, რის შემდეგაც, დაახლოებით, 1 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი ეწყობა. მათივე ცნობით, სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „იბერი“ ახორციელებს, 90 000 ლარამდე არის გათვალისწინებული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს 25 ქალაქში ჰაერის ხარისხის კვლევები ჩატარდება. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის გაძლიერების მიზნით ინდიკატორულ გაზომვებს 2015 წლიდან ახორციელებს. წელს, სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეცხრამეტე ეტაპს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, ჰაერში აზოტის დიოქსიდის, ოზონის და ბენზოლის შემცველობა საქართველოს 25 ქალაქში განისაზღვრება“, – აცხადებენ სააგენტოში. მათი ინფორმაციით, აღებული სინჯები დიდი ბრიტანეთის...
მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, უწყვეტი წყალმომარაგებით და წყალარინების გამართული სისტემით, დაახლოებით 779 625 ადამიანი ისარგებლებს, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაში. კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად 34 მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებენ, წლის განმავლობაში კი კიდევ 33 ახალი პროექტის დაწყებაა დაგეგმილი. მათივე განცხადებით, წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორებში, კომპანიის მიერ 67 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ითვალისწინებს როგორც ქსელების, ისე...
ადიგენის სოფლებში, ლელოვანი-სამყურე-ღორძეს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 2კმ 426 მ ასფალტ - ბეტონის გზა სანიაღვრე არხებით, მილ-ხიდებით, გვერდულებით, ეზოში შესასვლელებითა და ცხაურებით. პროექტი, რომლის ღირებულება 453 481 ლარია, რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის, სადაც დახურული საცურაო აუზები იქნება განთავსებული, ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, დაფინანსების მოსაპოვებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  საცურაო კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადება ტენდერში გამარჯვებულმა შპს „კარკასმა“ 2019 წლის აგვისტოში დაიწყო. მას ეს სამუშაოები სავარაუდოდ მარტში უნდა დაესრულებინა, რის შემდეგაც ტენდერზე უკვე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიდოს. მუნიციპალური განვითარების ფონდში...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ