თერჯოლაში მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან 9 მსხვილმასშტაბიანი პროექტი განხორციელდება, აქედან ექვსი, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, გზების მოწყობას ითვალისწინებს.
თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვარდიგორა-ჯგილათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელ გზაზე საერთო ჯამში არმირებული ბეტონის საფარი 3,5 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 მლნ 100 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გი-ან 2011” ასრულებს.