გლდანში, ივანე კაჭარავას ქუჩის მონაკვეთზე გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

745

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამჯერად, ასფალტის საფარი ივანე კაჭარავას გზის მონაკვეთზე იგება.

თბილისის მერიის ცნობით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, 110 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, რის შემდეგაც, დაახლოებით, 1 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი ეწყობა.

მათივე ცნობით, სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „იბერი“ ახორციელებს, 90 000 ლარამდე არის გათვალისწინებული.