წყლის პრობლემა ქობულეთის სოფელ ქვემო ლეღვაში

367

ქობულეთის სოფელ ლეღვაშიმოსახლეობას წლებია  წყლის პრობლემა აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

მოსახლეობის თქმით, საკარმიდამო ნაკვეთებს დროულად ვერ რწყავენ და ნარგავები უხმებათ. მთავარი შიში, გვალვის შედეგად მიყენებული ზიანის მოლოდინია. გარდა სარწყავისა, მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაც აქვთ.

მათი თქმით, სუფთა წყალი ზოგჯერ საერთოდ არ, ზოგჯერ კი მხოლოდ საღამოს საათებში და ისიც გრაფიკით მიეწოდებათ.

ლეღვაში წყლის მიწოდების გადაუჭრელ პრობლემაზე საუბრობს ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატიც.

პრობლემაზე ქობულეთის მერიის პრესსამსახურში მხოლოდ წერილობით გვიპასუხეს და გვითხრეს, რომ შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, უწყებამ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო და იმ დასახლებებში, სადაც ზაფხულობით წყლის დებეტი მცირდება, მიწოდება გრაფიკით განხორციელდება.