ზუგდიდი საქართველოში პირველი მუნიციპალიტეტია, რომელსაც “მწვანე ბიუჯეტი“ ექნება

773

ზუგდიდი საქართველოში პირველი მუნიციპალიტეტია, რომელსაც “მწვანე ბიუჯეტი“ ექნება, – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში „მწვანე ბიუჯეტის“ საპროექტო განაცხადების მიღება მიმდინარეიობს. პროექტის მიხედვით, ქალაქში არსებულ ქუჩებსა და უბნების გამწვანების პროექტებისა და იდეების წარდგენა მოქალაქეებს შეეძლებათ, რომელსაც მუნიციპალიტეტი 95 პროცენტით დააფინანსებს.

საწყის ეტაპზე, ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად გამოიყო 100 000 ლარი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილია „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭო, რომელიც მოახდენს შემოსული განაცხადების ვერიფიკაციას და განსაზღვრავს პროექტის განხორციელებისთვის საინიციატივო ჯგუფის ფინანსური თანამონაწილეობის ოდენობას.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გახლავთ პირველი, სადაც დაინერგა „მწვანე ბიუჯეტი“ და ხდება განხილვა კონკრეტული ინიციატივებისა მოსახლეობის ჯგუფების. ძალიან მალე ქალაქის მასშტაბით, კონკრეტული პროექტები შეიქმნება მწვანე ზონების მოწყობის. და ამ პროექტის მეშვეობით ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო გალამაზდება და გამწვანდება“ – განაცხადა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ.