ადიგენის სოფლებში, ლელოვანი-სამყურე-ღორძეს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

847

ადიგენის სოფლებში, ლელოვანი-სამყურე-ღორძეს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 2კმ 426 მ ასფალტ – ბეტონის გზა სანიაღვრე არხებით, მილ-ხიდებით, გვერდულებით, ეზოში შესასვლელებითა და ცხაურებით.

პროექტი, რომლის ღირებულება 453 481 ლარია, რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.