სოფელ ძიმითში, მდინარე სუფსაზე კარიერული წარმოების გასაპროტესტებლად მოსახლეობა ისევ შეიკრიბა

1005

წინა სტატია

ოზურგეთის სოფელ ძიმითში ადგილობრივები მდინარე სუფსაზე კარიერის წარმოებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, მსგავსი შეხვედრა ადრეც გაიმართა.

როგორც მოსახლეობა ამბობს, მდინარეზე კომპანია “სამი ძმა” ინერტული მასალების მოპოვებას ადგილობრივების კუთვნილ ნაკვეთებზე ახორციელებს. ისინი მდინარეზე კარიერული წარმოების შეჩერების მოითხოვენ.

შეხვედრას გარემოსდაცვითი ორგანიზაცია – “ეკო” ესწრებოდა. როგორც “ეკოს” თავმჯდომარე, ირმა გორდელაძე ამბობს, კომპანია “სამ ძმას” დოკუმენტაცია წესრიგში არ აქვს.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ადგილობრივები ინერტული მასალების მოპოვების შეწყვეტის მიზნით ხელმოწერებს შეაგროვებენ. აქციის მონაწილეები საკუთარი ინტერესების დაცვას სასამართლოში აპირებენ.

ამჟამად, მოსახლეობის პირველი პროტესტის შემდეგ, კომპანიამ მდინარეზე ინერტული მასალების მოპოვების სამუშაოები დროებით შეაჩერა.