ენერგოომბუდსმენის აპარატმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიში წარმოადგინა

394

ენერგოომბუდსმენის აპარატმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიში წარმოადგინა.

როგორც ენერგოომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, დოკუმენტში ვრცლად არის განხილული თითოეულ დარგში არსებული პრობლემები და გამოწვევები, საზოგადოებრივი დამცველისა და კომპანიების მხრიდან განხორციელებული საქმიანობების ანალიზი და მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და გაუმჯობესების შედეგები.

„2019 წლის ანგარიში უკვე წარედგინა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. სალომე ვარდიაშვილი დოკუმენტის შინაარსს უახლოეს მომავალში საჯაროდ გააცნობს საზოგადოებას,” – ნათქვამია ინფორმაციაში.