„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილეს

506

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი – ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ – თინათინ ზოიძემ წარმოადგინა.

„ცვლილება საინვესტიციო პოლიტიკის ხელშეწყობასა და პრაქტიკაში გამოვლენილი უზუსტობებისა თუ ხარვეზების კორექტირებაზეა ორიენტირებული.

სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის პლენარულ სხდომაზე გატანას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.