საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის და განვითარების გეგმაზე მაღალი დონის ექსპერტებთან მუშაობას განაგრძობს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დღეს პირველადი პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზსა და საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაციებს მოიცავდა. მათი ინფორმაციით, ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს მთავრობის მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს, ანტიკრიზისული და სექტორული მხარდაჭერის მიმართულებებით. საერთაშორისო კონსულტანტებმა...
მალე სენაკის მუნიციპალიტეტი ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი გახდება, - აცხადებენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში. მათივე ინფორმაციით, პროექტი - ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით’' საქართველოს მთავრობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში (FRLD) - ფაზა 2-ის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის...
გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ჯონ მალხაზ შალიკაშვილების სახელობის მუზეუმს რებილიტაცია ჩაუტარდება. შენობას უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ბეროშვილის განმარტებით, ძეგლის რესტავრაცია გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის შემდეგ დაიგეგმა. „2018 წელს თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან შენობა ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე გადმოვიდა და უკვე ამორტიზებული იყო. ამის შემდეგ ჩვენ მუზეუმი აღარ გაგვიხსნია. გადმოვიბარეთ და დავასაწყობეთ მოძრავი...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 2 მილიონ 538 010 ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ სპექტრი წერს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ რეაბილიტაცია რვა თვეში უნდა განახორციელოს. წინადადებების მიღება 15 ივლისს დაიწყება და  20 ივლისს დასრულდება. რეაბილიტაციის სამუშაოები ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილს: მთავარი შენობის რეაბილიტაცია; ახალი ტუალეტის ბლოკის მოწყობა; ახალი საქვაბე შენობის აგება; გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა; სკოლის...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ახმეტაში, წყლის სისტემის მშენებლობის ფარგლებში, ახალი ქსელის მოწყობა და ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის, ქალაქის ძველი, ამორტიზებული სისტემიდან ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ახმეტის მოსახლეობის 40 % წყალმომარაგების ახალი სისტემით სარგებლობს. დარჩენილ ქუჩებზე გადართვით სამუშაოები აქტიურად გრძელდება და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. “სამუშაოების შედეგად, ქალაქი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. მას...
შპს „ცისარტყელამ“ რომელიც, კურორტზე 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს, კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე 43 000 ლარად შეიძინა. მშენებარე სასტუმროს ჩათვლით კომპანია აბასთუმანში 18 545 კვ.მ ტერიტორიას ფლობს. ივანიშვლისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების შენაძენი კი ბოლო ორ წელიწადში აბასთუმანში 48 ათას კვ.მ–ზე მეტია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  ელექტრონული აუქციონი, რომლითაც შპს „ცისარტყელამ“ 114 კვ. მიწის ნაკვეთი შეიძინა, წელს, 2...
ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 20 ივნისიდან დამთვალიერებლისთვის მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ეტაპობრივად გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით წარიმართება. პირველ ეტაპზე გაიხსნება ის მუზეუმები, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს. „საქართველოს განათლების, მეცნიერების,...
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. მათი ცნობით, საგზაო სამუშაოები ამ ქუჩაზე თებერვალში დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებული იყო. მაისიდან სამუშაოები განახლდა და ივლისის ბოლოს დასრულდება. გრიშაშვილის ქუჩაზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი, ეწყობა ტროტუარი, გრანიტის ფილებით კეთდება ბორდიურები და სანიაღვრე არხები, გათვალისწინებულია გაზონებისა და მწვანე კუნძულების მოწყობაც, შესაბამისი განათებით. საგზაო სამუშაოები ქუთაისის მერის მოვალეობის...
აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი რომანაძის ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს“ და ასევე, თორნიკე რიჟვაძის საინვესტიციო პოლიტიკის ხელშეწყობის ინიციატივას, გამარტივებული წესით, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ბიუროს წევრებმა, შენიშვნის გათვალისწინებით, განსაზღვრეს 18 ივნისის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი. პლენარული სხდომით უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია დაიხურება. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს მე-12 სხდომაზე, კანონის პროექტი...
წინა სტატია ნინოწმინდის მერიის კულტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ფეხბურთის ტურნირის ჩატარების მოთხოვნით მათ გასულ კვირას მიმართეს, უარის მიღების შემდეგ ადგილობრივებმა თავად ჩაატარეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. წარუკიანის სახელობის ტურნირი პატარა არაქალში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ნინოწმინდის რვა სოფლის 10 გუნდი მონაწილეობდა. „წინა კვირას მოვიდნენ და გვთხოვეს რომ ჩაგვეტარებინა, ჩვენ ვუთხარით რომ ეპიდსიტუაციას შევხედავდით და დიდი ალბათობთ ტურნირს თვის ბოლოს...
ახალციხის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური სარწყავი სისტემებით სარგებლობისას, რწყვის სეზონზე მოქალაქეები 30%–იანი შეღავათით ისარგებლებენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, წყალმომარაგების სამსახურის შეღავათებით მოსახლეობა აქამდეც სარგებლობდა. წელს კი გადასახადის სუფსიდირება 30%–მდე გაიზარდა. „ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ა(ა)იპ წყალმომარაგებისა და წყალანირების სამსახურის სუბსიდირებას აქამდეც ახორციელებდა, როგორც ადმინისტრაციული, ისე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების მხრივ. სარწყავი წყლით სარგებლობისას მოსახლეობას მხოლოდ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა უწევდა, მიმდინარე რწყვის...
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, დედაქალაქში 2 სპორტული ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო 4 სპორტული ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან ორი მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრია. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიდან სამი (ვარკეთილის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, ჭიდაობის სპორტული დარბაზი და ლილოს საცურაო აუზი) სამგორის რაიონში მდებარეობს. „სამგორის რაიონში, სპორტულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოები დავათვალიერეთ. მუშაობა პანდემიამდე დავიწყეთ და ტემპი დამაკმაყოფილებელია. პროცესში ასევე,...
წინა სტატია ვარკეთილის ბაზრობის დაზარალებული მოვაჭრეები საქონლის ღირებულებას სრულად მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუკი შესყიდვის დოკუმენტებს წარადგენენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეს არ ექნებათ, მაშინ დახლების მიხედვით, კვადრატულ მეტრზე 500 ლარს მიიღებენ, - ამის შესახებ შპს „ვარკეთილი 96“-ის იურისტმა ნანა წულაძემ განაცხადა. რაც შეეხება მოვაჭრეების მოთხოვნას იმის შესახებ, რომ თანხა ცოტაა და დახლები ბაზრობის ადმინისტრაციამ გაარემონტოს, წულაძემ უპასუხა, რომ ამაზე მას შემდეგ...
ახალციხის სოფელ კლედში მცხოვრებლების ნაწილს, ათი დღეა სასმელი წყალი არ აქვს. უწყლოდ დარჩენილ უბანში ცხოვრობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეც. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემას მათივე თანასოფლელები ქმნიან, რომლებიც წყლის გამანაწილებლებს თვითნებურად კეტავენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. სოფელ კლდის „შუა უბანში“ მცხოვრებლები ამბობენ, რომ უკვე ერთი თვეა წყლის პრობლემა აქვთ, ბოლო ათი დღის განმავლობაში კი საერთოდ უწყლოდ დარჩნენ. პრობლემას მეთვალყურეობის გარეშე...
ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებულ სამუსიკო სკოლის შენობას რესტავრაცია უტარდება. ბორჯომის მერიის ცნობით, სამუსიკო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. შენობაში სარემონტო სამუშაოები ბოლო 40 წელია არ განხორციელებულა. "პროექტის შედეგად, კეთილმოეწყობა ყველა ოთახი, სრულად შეიცვლება საკონცერტო დარბაზის შიდა ინტერიერი, პირველადი იერსახე დაუბრუნდება ფასადს, სრულად განახლდება ასევე შიდა საკომუნიკაციო ქსელი. პედაგოგებსა და 360 მოსწავლეს ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების გარემო დახვდებათ”,- წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის,...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში გადაუდებელი დახმარების ცენტრის (112) სამშენებლო სამუშაოები განახლდა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრის მშენებლობა 66 693 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ი.მ. – აკაკი ხუტიძე ასრულებს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ