რა შეღავათები მოქმედებს მუნიციპალურ სარწყავ სისტემებზე ახალციხეში

674

ახალციხის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური სარწყავი სისტემებით სარგებლობისას, რწყვის სეზონზე მოქალაქეები 30%–იანი შეღავათით ისარგებლებენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, წყალმომარაგების სამსახურის შეღავათებით მოსახლეობა აქამდეც სარგებლობდა. წელს კი გადასახადის სუფსიდირება 30%–მდე გაიზარდა.

„ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ა(ა)იპ წყალმომარაგებისა და წყალანირების სამსახურის სუბსიდირებას აქამდეც ახორციელებდა, როგორც ადმინისტრაციული, ისე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების მხრივ. სარწყავი წყლით სარგებლობისას მოსახლეობას მხოლოდ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა უწევდა, მიმდინარე რწყვის სეზონზე კი 30%-იანი შეღავათით ისარგებლებენ“, – გვითხრეს ახალცხის მერიაში.

ახალციხის წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ჯემალ გიორგაძე ამბობს, რომ არსებული გადასახადი გახარჯული დენის ფასსაც ვერ ანაზღაურებს, დამატებით სახსრებს კი მუნიციპალიტეტი გამოყოფს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ‘წყალმომარაგებისა და წყალანირების’ დაქვემდებარებაში სულ 12 სატუმბია და სარწყავი წყლით დაახლოებით 15–მდე სოფელი სარგებლობს.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისთვის სამელიორაციო შეღავათები დააწესა, რომელიც მუნიციპალურ სარწყავ სისტემებს არ ეხებოდა.