თელავის სოფელ ნაფარეულში გადაუდებელი დახმარების ცენტრი შენდება

760

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში გადაუდებელი დახმარების ცენტრის (112) სამშენებლო სამუშაოები განახლდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრის მშენებლობა 66 693 ლარით ფინანსდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ი.მ. – აკაკი ხუტიძე ასრულებს.