გურჯაანში მალხაზ შალიკაშვილის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

631

გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ჯონ მალხაზ შალიკაშვილების სახელობის მუზეუმს რებილიტაცია ჩაუტარდება. შენობას უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ბეროშვილის განმარტებით, ძეგლის რესტავრაცია გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის შემდეგ დაიგეგმა.

„2018 წელს თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან შენობა ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე გადმოვიდა და უკვე ამორტიზებული იყო. ამის შემდეგ ჩვენ მუზეუმი აღარ გაგვიხსნია. გადმოვიბარეთ და დავასაწყობეთ მოძრავი ქონება. ხოლო შენობა სარეაბილიტაციო შენობების ნუსხაში ჩაჯდა. შენობას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ამიტომ პროექტს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ვათანხმებთ. მუზეუმის რეაბილიტაცია პარკთან ერთად მოხდება,“ – ამბობს ბეროშვილი.

შეგახსენებთ, რომ მუზეუმი 1999 წელს გაიხსნა და იგი საქართველოში ერთადერთი სამხედრო ისტორიის მუზეუმია.