ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 2 მილიონ 538 010 ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ სპექტრი წერს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ რეაბილიტაცია რვა თვეში უნდა განახორციელოს. წინადადებების მიღება 15 ივლისს დაიწყება და 20 ივლისს დასრულდება.
რეაბილიტაციის სამუშაოები ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილს:
მთავარი შენობის რეაბილიტაცია;
ახალი ტუალეტის ბლოკის მოწყობა;
ახალი საქვაბე შენობის აგება;
გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა;
სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, მათ შორის სატრანსპორტო გზის, რომელიც
დამატებულია პროექტში;
სარეაბილიტაციო შენობისთვის წყლის, გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო ქსელების
მონტაჟი.