“ნებართვა ჩვენ არ მიგვიცია” – ნინოწმინდის მერია ფეხბურთის ტურნირზე

475

წინა სტატია

ნინოწმინდის მერიის კულტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ფეხბურთის ტურნირის ჩატარების მოთხოვნით მათ გასულ კვირას მიმართეს, უარის მიღების შემდეგ ადგილობრივებმა თავად ჩაატარეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

წარუკიანის სახელობის ტურნირი პატარა არაქალში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ნინოწმინდის რვა სოფლის 10 გუნდი მონაწილეობდა.

„წინა კვირას მოვიდნენ და გვთხოვეს რომ ჩაგვეტარებინა, ჩვენ ვუთხარით რომ ეპიდსიტუაციას შევხედავდით და დიდი ალბათობთ ტურნირს თვის ბოლოს გავმართავდით, მიუხედავად ამისა მაინც ჩაატარეს. მერია და საკრებულო არაფერ შუაშია, თუმცა საქმის კურსში ვიყავით“, – გვითხრა ნინოწმინდის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა ვალერი ბროიანმა.

ტურნირში მონაწილეობას პატარა არაქალის, დიდი არაქალის, სათხას, ოროჯალარის, კათნატუს, დიდი ხანჩალის, ორლოვკასა და დილიფის გუნდები იღებდნენ.

ნინოწმინდაში, სოფელ პატარა არაქალში ფეხბურთის ტურნირი დღეს, 16 ივნისს დასრულდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე სპორტული ღონისძიების გამართვა არ შეიძლება, ამიტომ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილე ყველა პირი ჯარიმდება.