ბორჯომის სამუსიკო სკოლის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

511

ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებულ სამუსიკო სკოლის შენობას რესტავრაცია უტარდება.

ბორჯომის მერიის ცნობით, სამუსიკო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. შენობაში სარემონტო სამუშაოები ბოლო 40 წელია არ განხორციელებულა.

“პროექტის შედეგად, კეთილმოეწყობა ყველა ოთახი, სრულად შეიცვლება საკონცერტო დარბაზის შიდა ინტერიერი, პირველადი იერსახე დაუბრუნდება ფასადს, სრულად განახლდება ასევე შიდა საკომუნიკაციო ქსელი.

პედაგოგებსა და 360 მოსწავლეს ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების გარემო დახვდებათ”,- წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, პროექტი ცენტრალური ბიუჯეტისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.