თორნიკე რიჟვაძის საინვესტიციო პოლიტიკის ხელშეწყობის ინიციატივას, აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით განიხილავენ

379

აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი რომანაძის ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს“ და ასევე, თორნიკე რიჟვაძის საინვესტიციო პოლიტიკის ხელშეწყობის ინიციატივას, გამარტივებული წესით, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ბიუროს წევრებმა, შენიშვნის გათვალისწინებით, განსაზღვრეს 18 ივნისის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი. პლენარული სხდომით უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია დაიხურება.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს მე-12 სხდომაზე, კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.

მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, რომელიც საინვესტიციო პოლიტიკის ხელშეწყობას ითვალისწინებს, ბიუროს გადაწყვეტილებით, გამარტივებული წესით პლენარულ სხდომაზე განიხილება. ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო გიორგი რომანაძის მიერ წარმოდგენილ კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს კანონმდებლები პლენარულ სხდომაზე მოისმენენ,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.