ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ხაზი გაუსვეს მაღალი მობილობის პირობებში ვირუსის გავრცელების კონტროლის იმ შედეგების შენარჩუნების აუცილებლობას, რომელიც დღეს საქართველოს აქვს.
"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის გახსნის მიმართულებით...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს, ასევე მის მამას - დავით რიჟვაძეს, რომელიც შსს-ს თანამშრომელია და აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროს კონსტანტინე ანანიაშვილს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს.
მისი ინფორმაციით, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულების რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრებს აღნიშნული თანამდებობის პირები არჩევნებში "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მუშაობას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი დაკავებულების მეუღლეებს სოციალური დანიშნულების...
ზუგდიდის საკრებულომ შესაბამისი დადგენილებებით მიიღო ყველა ის რეგულაცია,
რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეთა ჩართულობას მუნიციპალიტეტის, მათ შორის
საკრებულოს საქმიანობაში, - ნათქვამია “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” მიერ მომზადებულ ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის შეფასების ანგარიშში.
● განახლდა მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი, ამჟამად კი ინერგება პეტიციის
ელექტრონული სისტემა;
● პეტიციის წარდგენისათვის საჭირო ამომრჩევლების ხელმოწერათა მინიმალური
რაოდენობა 1-დან 0,5% შემცირდა;
● მოქალაქეებს შეუძლიათ ელექტრონულად მიმართონ მუნიციპალიტეტს კონკრეტული
ინიციატივით, ასევე ვებ-გვერდის მეშვეობით გამოითხოვონ სასურველი ინფორმაცია;
● დაინერგა სამოქალაქო ბიუჯეტის...
მსოფლიო ბანკის ექსპერტის შეფასებით, ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმამ, რომლის შექმნაზეც გუნდი რამდენიმე თვე მუშაობდა, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ექსპერტის თქმით, მსგავსი შემთხვევა სულ რამდენიმეა
აღნიშნული დოკუმენტი EU ინიციატივის – “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) – პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომლის წევრიც ონის მუნიციპალიტეტი 2019 წლის ნოემბრიდან გახდამერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ინიციატივაა, რომელიც მდგრადი მუნიციპალური განვითარებისკენაა მიმართული.
პროგრამის...
მოსახლეობის უმრავლესობა (75%) მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტების საჭირბოროტო საკითხების მოსაგვარებლად მეტი უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს ადგილობრივ თვითმმართველობას. ამის შესახებ კვლევას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს.
აღნიშნული შედეგი აჩვენა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე ჩაატარა “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC).
ცენტრმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,763 ადამიანი გამოკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2,2 პროცენტული პუნქტია.
ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციიდან მოქალაქეები...
წინა სტატია
ზუგდიდის საკრებულოს რეგლამენტით არ არის დაზუსტებული, საკრებულოს წევრის
მიერ სხდომის გაცდენისას რა შემთხვევა ითვლება არასაპატიო მიზეზად, - ნათქვამია “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” მიერ მომზადებულ ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის შეფასების ანგარიშში.
"საკრებულოს რეგლამენტი ეყრდნობა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” ჩანაწერს, რომლის თანახმადაც საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება, თუ იგი “არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში”.
ზუგდიდის საკრებულოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში საკრებულოს და...
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების უმეტესობის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება.
როგორც არასამთავრობოების განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება 2020 წლის არჩევნების წინ ქვეყანაში სტაბილური და დემოკრატიული პოლიტიკური გარემოსთვის უმნიშვნელოვანესია და არსებული რეალობის გათვალისწინებით, ამ...
წინა სტატია
ზუგდიდის საკრებულოში პრობლემურია თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი
დეკლარაციის არასრულად, ხარვეზებით შევსების საკითხი, - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" მიერ მომზადებულ ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის შეფასების ანგარიშში.
"საკრებულოს 21 თანამდებობის პირიდან (საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე) 2019 წლის მდგომარეობით დეკლარაცია 4 თანამდებობის პირმა შეავსო ხარვეზებით.
მამუკა წოწერია - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე
მამუკა წოწერიას 2019 წლის ოქტომბერში...
რუსთავში, დასასრულს უახლოვდება ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური პროექტის – კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი ორ ნაწილად იყო გაყოფილი.
როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა
პირველი ფასადების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ისახავდა მიზნად.
“მეორე პროექტით კი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვალა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, განახლდა ასფალტის საფარი, სპეციალური ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები, დამონტაჟდა გარე...
სტატიის გაგრძელება
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს საქმიანობის შეფასება წარადგინა, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
ანგარიში ეფუძნება ორგანიზაციის მიერ საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ორგანიზაციის დაკვირვებებს.
კვლევის საანგარიშო პერიოდია 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით
ძირითადი მიგნებები
ზუგდიდის საკრებულო საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მერიასა და მის მიერ დაფუძნებულ იურდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა კონტროლი...
თელავში მეგობრობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
თელავის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 900 მეტრის სიგრძის გზაზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხი.
“სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს. საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია “სერპანტინი” ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 489 080 ლარით ფინანსდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალასა და ჩიხაში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბაღებს სრული სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება.
ამასთანავე, სოფელ ჩიხაში არსებულ საბავშვო ბაღს, ახალი კორპუსი დაემატება, რაც დამატებით ერთი ჯგუფის მიღების საშუალებას იძლევა.
ორივე ბაღის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "EUROBUILD XXI" ასრულებს. სახელშეკრულებო თანხა 426,995,60 ლარს შეადგენს. დაფინანსების წყარო ადგილობრივი ბიუჯეტია.
ბაღების რეკონსტრუქცია-მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.
საკურორტო სეზონს ბორჯომის მუნიციპალიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. როგორც ბორჯომის მერიაში განმარტავენ, ბორჯომში ახალი ხიდი გაიხსნა, რომელიც კოსტავასა და 9 აპრილის ქუჩებს ერთმანეთთან აკავშირებს.
მათივე ცნობით, მანამდე არსებული სახიდე გადასასვლელი ავარიული მდგომარეობის გამო, ბოლო წლებში განსაკუთრებულად საფრთხის შემცველი იყო. ხიდი ცენტრალური (ისტორიული) პარკის მისასვლელ გზაზე მდებარეობს.
“ნაგებობა ვიზუალურად სრულად პასუხობს ქალაქის არქიტექტურულ სტილს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა”, -ამბობენ...
ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერს, რომლის მოწყობისთვის 7 თვის წინ, 90 000 ლარი დაიხარჯა, ისევ რეაბილიტაცია სჭირდება. დაზიანებულია სკამები, ატრაქციონები, ელექტროსადენები და გარე განათება, ბიუეტში კი წყალი არ მოდის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხეში კოსტავს ქუჩის N165 და N179 კორპუსებს შორის სკვერი ტენდერში გამარჯვებულმა შპს „გლობალ სტანდარტმშენმა“ გააკეთა. სამუშაოებისთვის 88 781 ლარი დაიხარჯა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანიამ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა,...
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს გაატაროს ბაზისური უფლებების გარანტირებისთვის აუცილებელი შრომის კანონმდებობის რეფორმა. ამის შესახებ ორგანიზაციებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტიდან ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტია ამოღებული.
„ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და გაატაროს რეალური რეფორმა შრომის კანონმდებობის. მიიღოს ის გარანტიები, რომელიც აუცილებელია მოწყვლადი და დაუცველ...
დადიანების სასახლე ვიზოტორებისთვის 1-ელ ივლისს გაიხსნება.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მუზეუმების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება 17 ივნისს მიიღო. მთავრობის ინფორმაციით, სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება მუზეუმის პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, უკვე შემუშავებულია და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო მუზეუმი 5 მარტიდან დაიხურა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































