ზუგდიდის საკრებულომ შესაბამისი დადგენილებებით მიიღო ყველა ის რეგულაცია,
რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეთა ჩართულობას მუნიციპალიტეტის, მათ შორის
საკრებულოს საქმიანობაში, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” მიერ მომზადებულ ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის შეფასების ანგარიშში.
● განახლდა მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი, ამჟამად კი ინერგება პეტიციის
ელექტრონული სისტემა;
● პეტიციის წარდგენისათვის საჭირო ამომრჩევლების ხელმოწერათა მინიმალური
რაოდენობა 1-დან 0,5% შემცირდა;
● მოქალაქეებს შეუძლიათ ელექტრონულად მიმართონ მუნიციპალიტეტს კონკრეტული
ინიციატივით, ასევე ვებ-გვერდის მეშვეობით გამოითხოვონ სასურველი ინფორმაცია;
● დაინერგა სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები თავად წყვეტენ, თუ რა უნდა გაკეთდეს გამოყოფილი თანხით;
● მოქალაქეთა ინფორმირება მნიშვნელოვან საკითხებზე ხორციელდება “SMS ინფოს”
მეშვეობით;
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ერთადერთია რეგიონში, სადაც საკრებულოს წევრები
გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წელიწადში ოთხჯერ წარადგენენ;
● საკრებულო მერიასთან ერთად მართავს ბიუჯეტის საჯარო განხილვებს;
● საკრებულოს წევრები ჩართული არიან “დასახლების საერთო კრებებში”, “სოფლის
მხარდაჭერის პროგრამის” მიმდინარეობის პროცესში, ასევე ხვდებიან ამომრჩევლებს;
● საჯაროინფორმაციაზეხელმისაწვდომობისხარისხიმნიშვნელოვნადგაუმჯობესებულია.