TI: მოსახლეობის 75% მიიჩნევს, რომ თვითმმართველობას საჭირბოროტო საკითხების მოსაგვარებლად მეტი უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს

670

მოსახლეობის უმრავლესობა (75%) მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტების საჭირბოროტო საკითხების მოსაგვარებლად მეტი უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს ადგილობრივ თვითმმართველობას. ამის შესახებ კვლევას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს.

აღნიშნული შედეგი აჩვენა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე ჩაატარა “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC).

ცენტრმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,763 ადამიანი გამოკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2,2 პროცენტული პუნქტია.

ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციიდან მოქალაქეები ყველაზე მეტად ნაგვის შეგროვებითა და დასუფთავების სერვისითა არიან კმაყოფილი. დიდ უკმაყოფილებას კი გამოთქვამენ- პარკებისა და სკვერების მოწყობით, გამწვანებითა და მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარების თაობაზე.

“მოქალაქეების დიდ უმრავლესობას მოსწონს მათ დასახლებულ პუნქტებში ელექტროენერგიით, გაზითა და წყლით მომარაგება, თუმცა ეს საკითხები აღარ არის მუნიციპალური სამსახურების მოსაგვარებელი”,– აცხადებენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლები.

კვლევის ფარგლებში დავინტერესდით, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს – მერსა და საკრებულოს და რამდენად გამოხატავენ ისინი მოქალაქეთა ინტერესებს.

მოქალაქეების დიდ უმრავლესობას მოსწონს  მათ დასახლებულ პუნქტებში ელექტროენერგიით, გაზითა და წყლით მომარაგების საკითხები, თუმცა, ეს საკითხები აღარ არის მუნიციპალური სამსახურების მოსაგვარებელი. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციიდან მოქალაქეები  ყველაზე მეტად ნაგვის შეგროვებითა და დასუფთავების სერვისითა არიან კმაყოფილი, ყველაზე მეტად უკმაყოფილო კი –  პარკებისა და სკვერების მოწყობით, გამწვანებითა და მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარებით.