თელავში მეგობრობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

454

თელავში მეგობრობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

თელავის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 900 მეტრის სიგრძის გზაზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხი.

“სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს. საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია “სერპანტინი” ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 489 080 ლარით ფინანსდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.