დადიანების მუზეუმი დამთვალიერებელს პირველი ივლისიდან მიიღებს

1044

დადიანების სასახლე ვიზოტორებისთვის 1-ელ ივლისს გაიხსნება.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მუზეუმების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება 17 ივნისს მიიღო. მთავრობის ინფორმაციით, სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება მუზეუმის პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, უკვე შემუშავებულია და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო მუზეუმი 5 მარტიდან დაიხურა.