ბორჯომში ახალი ხიდი გაიხსნა

935

საკურორტო სეზონს ბორჯომის მუნიციპალიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. როგორც ბორჯომის მერიაში განმარტავენ, ბორჯომში ახალი ხიდი გაიხსნა, რომელიც კოსტავასა და 9 აპრილის ქუჩებს ერთმანეთთან აკავშირებს.

მათივე ცნობით, მანამდე არსებული სახიდე გადასასვლელი ავარიული მდგომარეობის გამო, ბოლო წლებში განსაკუთრებულად საფრთხის შემცველი იყო. ხიდი ცენტრალური (ისტორიული) პარკის მისასვლელ გზაზე მდებარეობს.

“ნაგებობა ვიზუალურად სრულად პასუხობს ქალაქის არქიტექტურულ სტილს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა”, -ამბობენ მერიაში.

✅ ბორჯომი საკურორტო სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა.სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის…

Posted by ბორჯომის მუნიციპალიტეტი Borjomi Municipality on ორშაბათი, 22 ივნისი, 2020