საჩხერეში ორი ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 426 995 ლარი დაიხარჯება

437

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალასა და ჩიხაში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბაღებს სრული სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება.

ამასთანავე, სოფელ ჩიხაში არსებულ საბავშვო ბაღს, ახალი კორპუსი დაემატება, რაც დამატებით ერთი ჯგუფის მიღების საშუალებას იძლევა.

ორივე ბაღის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “EUROBUILD XXI” ასრულებს. სახელშეკრულებო თანხა 426,995,60 ლარს შეადგენს. დაფინანსების წყარო ადგილობრივი ბიუჯეტია.

ბაღების რეკონსტრუქცია-მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.