EMC და საია პარლამენტს მოუწოდებენ, შრომის კანონმდებლობის რეალური რეფორმა გაატაროს

455

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს გაატაროს ბაზისური უფლებების გარანტირებისთვის აუცილებელი შრომის კანონმდებობის რეფორმა. ამის შესახებ ორგანიზაციებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტიდან ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტია ამოღებული.

„ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და გაატაროს რეალური რეფორმა შრომის კანონმდებობის. მიიღოს ის გარანტიები, რომელიც აუცილებელია მოწყვლადი და დაუცველ მდგომარეობაში მყოფი მშრომელების დასაცავად. ჩვენი ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას ამ კანონპროექტის სამუშაო ვერსიის განხილვებში. სამწუხაროდ, შეთხელებული კანონპროექტია ახლა პარლამენტში შესული, ამოღებულია ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტი. პარლამენტი წავიდა სერიოზულ კომპრომისზე ბიზნესთან. მოვუწოდებთ პარლამენტს, აიღოს პასუხისმგებლობა, მიიღოს ერთხელ და სამუდამოდ მინიმალური ბაზისური ცვილებები, ბაზისური გარანტიები, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონპროქტი, იმისთვის, რომ გააძლიეროს ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი დასაქმებულები“,- განაცხადა EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა კოტე ერისთავმა.