თბილისის საბავშვო ბაღებში, რეგისტრაციის დაწყების შემდეგ 4386 ვაკანტური ადგილია, რაც, წინა წლებთან შედარებით უპრეცედენტო მაჩვენებელია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია 12 ივნისის შემდეგ მიმდინარეობს და 3 044 აღსაზრდელი დარეგისტრირდა პირველ ეტაპზე, როდესაც მხოლოდ კონკრეტული კატეგორიების ბენეფიციარები რეგისტრირდებიან. საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების შემდეგ, 19 ივნისი და დღემდე კი ბაღებში ჩაირიცხა...
დიდუბის რაიონში, N2 საჯარო ბაგა-ბაღის შენობას რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება. თბილისის მერიის ცნობით, უზნაძის ქუჩის N13-ში არსებული შენობა კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელშიც საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა და რომლის რეაბილიტაციაც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გასულ წელს დაიწყო. პროექტის მიმდინარეობას დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო. „ურთულეს პროექტს ვახორციელებთ, რაც ისტორიული შენობის იმგვარ განახლებას გულისხმობს, რომ მისი ავთენტურობა არ დაირღვეს....
გასულ წელთან შედარებით, სამცხე–ჯავახეთში 1 680 ჰექტარით მეტი მიწის ნაკვეთი მოიხნა და 1 721 ჰექტარით მეტი დაითესა. ამის მიზეზად, პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია სახელდება, რომელმაც ფერმერებს გარკვეული სტიმული მისცა ნაკვეთების დასამუშავებლად. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.  2018 წლის შემოდგომასა და 2019 წლის გაზაფხულზე სამცხე-ჯავახეთში სულ 34 975 ჰექტარი მოიხნა. 2019 წლის შემოდგომასა და 2020 წლის გაზაფხულზე კი, დაახლოებით...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 59 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია. 59 სკოლის მშენებლობასთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდი დამატებით შვიდი სკოლის...
ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება დაანონსა. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში, 85 სკოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას, ასევე რამდენიმე სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტის მასშტაბურ პროექტს და საცურაო აუზების პროექტის განხორციელებას იწყებს. ცქიტიშვილის თქმით, სამინისტრო ასევე განიხილავს ახალ ინიციატივებს, რაც ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის ახალი დანიშნულების ადგილებს შექმნის. „ახალ პროექტებს შორის არის ასევე მუნიციპალური განვითარების...
ქალაქ მარნეულში რუსთაველის, ფიროსმანისა და ქობულეთის ქუჩებზე, სანიაღვრე სისტემების მოწყობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისათვის მერიამ 231 100 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. ეს უკვე მესამე მცდელობაა ამავე ქუჩებზე სანაღვრე სისტემის მოსაწყბად. პირველი ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ 30 იანნვარს გამოაცხადა, მეორე კი 11 მარტს, თუმცა ორივე მათგანი ჩაიშალა და მონაწილე პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ხელახალი ტენდერი დღეს 23 ივნისს, შეუცვლელი პირობებით...
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძე აცხადებს, რომ ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს აიძულებენ პანდემიით დაზარალებულთა ფონდში თანხების ჩარიცხვას. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. „გუშინ ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომელმა მომწერა, რომ ხელფასიდან თანხა ჩამოეჭრა. მანვე მითხრა, რომ ყველა ა(ა)იპ-ში ხელმძღვანელები აიძულებენ თანამშრომლებს თანხის გადარიცხვას. ვიცით, რომ ფონდში თანხას მერიის და საკრებულოს თანამშრომლებიც რიცხავენ, თუმცა მათ მაღალი ხელფასები აქვთ, ა(ა)იპ-ებში კი, სადაც...
„ევროპულ საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტიების იმ დიდ ჯგუფს, რომელიც ამ პროცესს მხარს უჭერს, გვსურს, რომ შევარჩიოთ ფიგურები, რომლებიც, ერთი მხრივ, საპროტესტო ელექტორატის შემკრები იქნებიან და მეორე მხრივ, ნებისმიერი არჩევანი, საბოლოო ჯამში, უნდა გამოხატავდეს მრავალფეროვნებას, რომელიც ოპოზიციურ ამომრჩეველში არსებობს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც თბილისის ოლქში დარჩენილი ორი მაჟორიტარული კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, არის...
წინა სტატია ახლა ამას უნდა მოჰყვეს მესამე მოსმენით მიღება, იქამდე პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლება და მაშინ გვექნება ნორმალური ვითარება. თუ რომელიმე კომპონენტს არ შეასრულებს, ამის ფასს გადაიხდის ბიძინა ივანიშვილი, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით მიღებას. მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ პირველ მოსმენაზე შესვლის გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაუმძიმა ბიძინა ივანიშვილს მანევრის შესაძლებლობა და ამიტომ ის „თავის...
მმართველი გუნდის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებების კენჭისყრაში არმონაწილეობით ოპოზიციამ დაამტკიცა, რომ 8 მარტის შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ მდინარაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. „მიუხედავად წინა დღეებში არსებული უდიდესი სპეკულაციებისა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შევძელით და იმავეს შევძლებთ მესამე მოსმენის დროსაც. საქართველოს კონსტიტუციაში მივიღებთ ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი კონსენსუსის თანახმად, ემსახურება დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას. აქედან...
რუსთავში უნებართვო მშენებლობაზე ჯარიმა გაიზარდა. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.  რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის დადგენილი სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდა. კანონის მიხედვით, საჯარიმო თანხა 3 000 ლარიდან 6 000 ლარამდე გაიზარდა. როგორც რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, ბოლო 3 თვის განმავლობაში ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში უნებართვო მშენებლობისთვის ერთ ფიზიკურ პირს 6 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ასევე 6...
ქუთაისის მერიის დროშის აღმართვის ორწლიანი მცდელობა, ნაწილობრივ შესრულებულია. ნიკეას ქუჩაზე, დგარი, რომელზეც დროშა უნდა აღიმართოს, დადგმულია. სატესტო რეჟიმში უკვე დაკიდეს დროშაც. სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ნიუ-იბერიას" დირექტორის, მანანა მარუაშვილის თქმით, დგარზე დროშას თვის ბოლომდე დაკიდებენ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. "მოსაპირკეთებელი სამუშაოებია დარჩენილი და ალბათ, ერთ კვირაში აღვმართავთ დროშას. ვადა 10 ივლისამდე გვაქვს, მაგრამ უფრო ადრე დავასრულებთ", - ამბობს  მარუაშვილი. ქუთაისის მერია ნიკეას...
გორში, თარხნიშვილის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში განხორციელდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო. „პროექტის მიხედვით, მოეწყო საფეხმავლო, გარეგანათება, ატრაქციონები, დაიდგა დეკორატიული სკამები. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის, მათ შორის კომბინატისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით ადგილობრივმა მოსახლეობამ ორი ინფრასტრუქტურული პროექტის, გორგასლისა და თარხნიშვილის ქუჩებზე სკვერების...
თბილისის საკრებულოს სამგორის (მესამე მასივი) რაიონის მაჟორიტარი წევრი გიორგი დოხტურიშვილი, ამავე რაიონის გამგებელთან, კახაბერ სამხარაძესთან სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილესთან, მარიამ კვერნაძესა და დედაქალაქის მერიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ვარკეთილის მესამე მასივში, ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატმა ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამწუხაროდ, თბილისში და კერძოდ, ვარკეთილის მესამე მასივში ბევრი ავარიული კორპუსია, რომელიც რეაბილიტაციას...
115 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა. კენჭისყრაში მონაწილეობა ამჯერადაც არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე მოსმენით განხილვას არ ესწრებოდა „ევროპული საქართველო“, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭრა. კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო...
თელავის ისტორიული მუზეუმი დამთვალიერებელს 25 ივნისიდან მიიღებს. პანდემიის გამო რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ვიზიტორების მისაღებად მუზეუმში აქტიურად ემზადებიან. მუზეუმში მისულებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან არის შესაბამისობაში. მუზეუმში და მიმდებარე ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც საქართველოს პირველ არხს ერეკლეს მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანა მაისურაძემ განუცხადა. მუზეუმში მისული დამთვალიერებელი ადგილზე თერმოსკრინინგს, ხოლო შემდეგ დეზობარიერს გაივლის, სპეციალური ხსნარით მოხდება...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ