გორში, თარხნიშვილის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში განხორციელდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.
„პროექტის მიხედვით, მოეწყო საფეხმავლო, გარეგანათება, ატრაქციონები, დაიდგა დეკორატიული სკამები. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის, მათ შორის კომბინატისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით ადგილობრივმა მოსახლეობამ ორი ინფრასტრუქტურული პროექტის, გორგასლისა და თარხნიშვილის ქუჩებზე სკვერების მოწყობა გადაწყვიტა. გორგასლის ქუჩაზე #5-სა და #6-ში მდებარე კორპუსებს შორის გასართობის სივრცის მოწყობა მალე დასრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.