მარნეულის მერიის მესამე მცდელობა სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად

399

ქალაქ მარნეულში რუსთაველის, ფიროსმანისა და ქობულეთის ქუჩებზე, სანიაღვრე სისტემების მოწყობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისათვის მერიამ 231 100 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

ეს უკვე მესამე მცდელობაა ამავე ქუჩებზე სანაღვრე სისტემის მოსაწყბად. პირველი ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ 30 იანნვარს გამოაცხადა, მეორე კი 11 მარტს, თუმცა ორივე მათგანი ჩაიშალა და მონაწილე პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ხელახალი ტენდერი დღეს 23 ივნისს, შეუცვლელი პირობებით გამოცხადადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მარნეულის მერია დაახლოებით 920 მეტრის სიგრძის სანიაღვრე სისტემას მოაწყობს. აქედან 370 მეტრი სანიაღვრე სისტემა რუსთაველის, 300 მეტრი ქობულეთის, ხოლო 250 მეტრი ფიროსმანის ქუჩაზე მოეწყობა.

სატენდერო წინადადებების წარდგენა 3-დან 7ივლისის პერიოდშია შესაძლებელი.

სატედნერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს.