რუსთავში უნებართვო მშენებლობაზე ჯარიმა გაიზარდა. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.
რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის დადგენილი სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდა. კანონის მიხედვით, საჯარიმო თანხა 3 000 ლარიდან 6 000 ლარამდე გაიზარდა.
როგორც რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, ბოლო 3 თვის განმავლობაში ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში უნებართვო მშენებლობისთვის ერთ ფიზიკურ პირს 6 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ასევე 6 000 ლარით დაჯარიმდა ერთ-ერთი შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია.