ბოკერია: საკონსტიტუციო ცვლილებების მე-3 მოსმენით მიღებამდე რურუას გათავისუფლება უნდა მოხდეს

480

წინა სტატია

ახლა ამას უნდა მოჰყვეს მესამე მოსმენით მიღება, იქამდე პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლება და მაშინ გვექნება ნორმალური ვითარება. თუ რომელიმე კომპონენტს არ შეასრულებს, ამის ფასს გადაიხდის ბიძინა ივანიშვილი, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით მიღებას.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ პირველ მოსმენაზე შესვლის გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაუმძიმა ბიძინა ივანიშვილს მანევრის შესაძლებლობა და ამიტომ ის „თავის ხელით აკეთებს იმას რაც არ უნდოდა“.

„ძალიან კარგი ამბავი მოხდა, ეს აჩვენებს საზოგადოების და საერთაშორისო მომხრეების მხარდაჭერის ძალას, როდესაც ივანიშვილს უწევს თავისით იმის გაკეთება, რაც არ უნდოდა. ახლა ამას უნდა მოჰყვეს მესამე მოსმენით მიღება, იქამდე პოლიტპატიმარი გიორგი რურუას გათავისუფლება და მაშინ გვექნება ნორმალური ვითარება. თუ რომელიმე კომპონენტს არ შეასრულებს, ამის ფასს გადაიხდის ბიძინა ივანიშვილი. „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებამ პირველ მოსმენაზე შესვლის კიდევ უფრო დაუმძიმა მას მანევრის შესაძლებლობა, ამიტომ თავის ხელით აკეთებს იმას, რაც არ უნდოდა. უნდა შეეგუოს, ქვეყანაში შედარებით ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებას და იმ ვერდიქტს, რომელსაც მას გამოუტანს ქართველი ამომრჩეველი. ეს არის ის ამოცანა, რომელიც აქვს ქვეყანას, თუ ის ამას ხელს შეუშლის რომელიმე კომპონენტში, ეს იქნება ცუდი და ამის ფასს გადაიხდის თვითონ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრას 119 დეპუტატი ესწრებოდა, ცვლილებებს მხარი 115-მა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 3. დღევანდელ მოსმენას, წინასგან განსხვავებით, არ ესწრებოდა “ევროპული საქართველო”. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა “ნაციონალურმა მოძრაობამაც”.

საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარებას გულისხმობს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გაფორმებული შეთანხმების ნაწილია.