თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
კერძოდ, ვერაზე, რჩეულიშვილის ქუჩა II ჩიხის №14-ში, რკინა-ბეტონის კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული პროექტი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს. მიმდინარე სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
„მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვენი რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე. აღნიშნული პროექტი გრუნტის ჩამოშლის საფრთხეს მოხსნის, რომელსაც ახლომდებარე სახლების...
"აიგრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, კახაბერ გულედანმა, ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, პანდემიის გამო, საწარმოო ხაზი და ტექნოლოგიური სიმძლავრეები, რომელიც კომპანიამ პარტნიორისგან, ავტოინდუსტრიის ჩინური გიგანტი კომპანია "ჩანგანისგან" ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე შეიძინა და დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო, 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში ჩამოვიდა საქართველოში. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
გულედანი აცხადებს, რომ მშენებლობის დაწყებისათვის ჩინეთიდან ინჟინრები...
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის უჩა ნანუაშვილის განაცხადებით, გალის რაიონში მოსახლეობის ნაწილი დევნილთა შემწეობას ვეღარ იღებს, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
როგორც უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გალის რაიონში მცხოვრები მმოსახლეობის ნაწილი, რომელიც დევნილთა შემწეობას „ლიბერთი ბანკის“ სპეციალური ბარათით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებდა, დღეის მდგომარეობით დახმარების მიღებას ვეღარ ახერხებს. მიზეზი კი , კორონავირუსის პანდემიის პირობებში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ...
2020 წელს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ბიუჯეტით 14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია არის დაგეგმილი, - აცხადებენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მათივე ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება, როგორც ქალაქის, ასევე, სოფლებში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს. ბაღების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 500 ათასი ლარი დაიხარჯება.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება: ქალაქის N 1; ქალაქის N 8; ქალაქის N 5; ქალაქის N 2; ქალაქის N 3; ქალაქის N 6; მეორე სვირის N...
თერჯოლის მერია: სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან თუზის ადმინისტრაციულ ერთეულს 68 ათასი ლარი მოხმარდება
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისათვის თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში 68 ათასი ლარი დაიხარჯება, - აცხადებენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მათივე ცნობით, ადგილობრივმა მოსახლეობამ საერთო კრებებზე პრიორიტეტულ საკითხებად გარეგანათების მოწყობა ცენტრიდან კაკაბოურამდე, თუზისა და ვარდიგორის სკოლების ეზოების რეაბილიტაცია, ჯგილათის საუბნო გზების მთის ქანით მოწყობა, ვარდიგორაში წყალსადენის სისტემისთვის მილებისა და ტუმბოს შეძენა, კაკაბოურსა და თავასაში გზის მონაკვეთების ბეტონის საფარით მოწყობა განსაზღვრა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასა და კუმისში მცხოვრები მოსახლეობა, ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაღების განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.
როგორც გარდაბნის მერიაში განმარტავენ, სოფელ გამარჯვების ახლადაშენებული საბავშვო ბაღი 110 აღსაზრდელეზეა გათვლილი, ხოლო სოფელ კუმისის სააღმზრდელო დაწესებულება 90 აღსაზრდელს მოიცავს.
"ორივე ობიექტი სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. საბავშვო ბაღების მშენებლობა მუნიციპალური განვითრების ფონდის მიერ ფინანსდება", - ნათქვამია მერიის მიერ...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდრიდან იმერხევამდე არსებულ გზაზე ასფალტი დაიგება. ამ მიზნით მერიამ 500 000 ლარი გამოყო. გზის სიგრძე 4,5 კმ-ია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტი წერს.
გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელიც 22 ივლისიდან 1 აგვისტომდე გამოვლინდება, სამუშაოები 3 თვეში უნდა დაასრულოს.
პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთ მონაკვეთზე შესაძლოა მდინარეს კალაპოტს შეცვლა დასჭირდეს.
"აღნიშნულ მონაკვეტზე გზა დაპროექტებული არ არის, რისი მიზეზიც არის ამ მონაკვეთზე...
ახალი საბავშვო ბაღი, სკოლა, გზა და სასმელი წყლის სისტემა ბიწმენდის მოსახლეობას. ბიწმენდის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპლაიტეტის თანადაფინანსებით შპს „მილენიუმ ბილდერს ჯგუფმა“ სოფელ ბიწმენდში შიდა საუბნო გზის მშენებლობა უკვე დაასრულა. ასფალტის საფარი 570 მეტრ მონაკვეთზე დაიგო და მისმა ღირებულებამ 244 360 ლარი შეადგინა.
უახლოეს მომავალში კი ბიწმენდის ერთ-ერთ უბანში სასმელი წყლის პრობლემაც მოგვარდება.
"სისტემის რეაბილიტაცია...
უპასუხისმგებლობა, კლანურ ბრძოლას შეწირული მერის თანამდებობა, კლანური მმართველობის მაგალითი და „ქართული ოცნების“ იგნორი ამომრჩეველს - ასე აფასებენ მმართველი გუნდის ოპონენტები ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხალხის მიერ არჩეული მერი ვალდებულია მოქალაქეებს განუმარტოს, რატომ ტოვებს თანამდებობას. ამ თემაზე სიუჟეტი ტვ25 მოამზადა.
უპასუხისმგებლოს უწოდებენ ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებას „ნაციონალურ მოძრაობაში“. ოპონენტები აღნიშნავენ, რომ, მერი ანგარიშვალდებულია, მოქალაქეებს წასვლის საფუძველი განუმარტოს.
კლანურ ბრძოლას...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ართანასა და ყარაჯალაში ცენტრალურ და შიდა საუბნო გზებზე გარეგანათება დამონტაჟდა.
როგორც თელავის მერიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, გარეგანათება ართანაში 15 საუბნო გზაზე, ხოლო ყარაჯალაში 3 ცენტრალურ გზაზე მოეწყო.
"მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ყარაჯლისთვის 30 000 ლარი, ართანისთვის კი 24 000 ლარია გამოყოფილი', - აცხადებენ თელავის მერიაში.
ზუგდიდის მერიამ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან გათავისუფლებული მთავარი სპეციალისტი ნინო ფიფია სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 2 წლის შემდეგ აღადგინა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
სამსახურში აღდგენას წინ უძღოდა ორწლიანი სასამართლო დავა, რომელიც მოგების შემდეგ მისი სამსახურში აღდგენას მერია მაინც აჭიანურებდა, - უთხრა „ლაივპრესს“ ნინო ფიფიას ქმარმა გიორგი ფიფიამ, რომელიც ამავდროულად მის ინტერესებს იცავდა სასამართლოში.
„ის პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სამსახურიდან, 2016 წლის შემდეგ მიმდინარეობდა დავა სასამართლოში,...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში 9 მაისის პარკისკენ მიმავალი გზა მოწესრიგდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოასფალტდება ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. ასევე, მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი.
"საგზაო სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა "გზამშენი 15" ასრულებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 520 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ ველისციხეში, ამ დროისთვის, ასევე...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მივლინებებისთვის 6 თვეში 334 ლარი დახარჯა, - ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" საკრებულოდან მიაწოდეს.
საკრებულოს აპარატის ცნობით, მივლინებისთვის ყველაზე მეტი თანხა 206 ლარი, საკრებულოს წევრის, თბილისში ფორუმზე "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტური თვითმმართველობისთვის" დასასწრებად დაიხარჯა.
2020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით მივლინებისთვის დახარჯული თანხა თვეების მიხედვით ასე გადანაწილდა:
ფრაქციის თავმჯდომარე, თელავში გენდერული ფორუმის რეგიონალურ შეხვედრაზე (01.01.20- 02.01.20) - 44 ლარი;
უფროსი სპეციალისტი, თბილისში...
გორში, თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მერიამ ხელშეკრულება შპს "იბოლიასთან" გააფორმა. ეს კომპანია, როგორც ცნობილია, გორის მაჟორიტარ დეპუტატს ეკუთვნის, რომელიც სახელმწიფო ტენდერებში ბოლო წლებში ხშირად იმარჯვებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან პარლამენტარის კომპანიამ 833 000 ლარი მიიღო, რის საფუძველზეც გზების საფართან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის სამუშაოებს ასრულებს.
გასული წლებისგან განსხვავებით, გორის მერიამ იოსებ მაკრახიძის კომპანიასთან, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულება...
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ინფექციასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს მთავრობას სისტემურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეუჩერებია.
ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პირველ არხზე გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ სტუმრობისას ისაუბრა.
მინისტრის თქმით, არ შეჩერებულა 33 პროექტი, რომელთა მიმდინარეობაზე მკაცრი კონტროლი დაწესდა.
„კოვიდს რაც შეეხება, ყველასთვის მოულოდნელ, არაპროგნოზირებად გარემოში ჩვენც ძალიან ბევრ რაღაცასთან ადაპტაცია მოგვიწია. ვებრძოდით ინფექციის გავრცელებას...
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ცნობით, 2018-2019 წლებში, აჭარის მთავრობასა და საქვეუწყებო დაწესებულებებში თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე 41,863,172.5 ლარი დაიხარჯა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (17,811,655 ლარი) დაახლოებით 2.3-ჯერ მეტია.
ორგანიზაცია კვლევას აჭარის მთავრობისგან და საქვეუწყებო დაწესებულებებისგან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევა 2018-2019 წლებში შრომითი ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის, საწვავის, სატელეფონო, წარმომადგენლობით და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































