ზესტაფონის მერია: 2020 წელს მუნიციპალური ბიუჯეტით 14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაა დაგეგმილი

575

2020 წელს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ბიუჯეტით 14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია არის დაგეგმილი, – აცხადებენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება, როგორც ქალაქის, ასევე, სოფლებში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს. ბაღების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 500 ათასი ლარი დაიხარჯება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება: ქალაქის N 1; ქალაქის N 8; ქალაქის N 5; ქალაქის N 2; ქალაქის N 3; ქალაქის N 6; მეორე სვირის N 11; პირველი სვირის N 16; მარტოთუბნის N 30; დილიკაურის N 31; საზანოს N 38; საზანოს N 39; შოროპნის N 40; ილემის N23;