გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასა და კუმისში მცხოვრები მოსახლეობა, ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაღების განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.
როგორც გარდაბნის მერიაში განმარტავენ, სოფელ გამარჯვების ახლადაშენებული საბავშვო ბაღი 110 აღსაზრდელეზეა გათვლილი, ხოლო სოფელ კუმისის სააღმზრდელო დაწესებულება 90 აღსაზრდელს მოიცავს.
“ორივე ობიექტი სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. საბავშვო ბაღების მშენებლობა მუნიციპალური განვითრების ფონდის მიერ ფინანსდება”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.