ქარელის სოფელ იმერხევამდე ასფალტი დაიგება

350

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდრიდან იმერხევამდე არსებულ გზაზე ასფალტი დაიგება. ამ მიზნით მერიამ 500 000 ლარი გამოყო. გზის სიგრძე 4,5 კმ-ია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტი წერს.

გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელიც 22 ივლისიდან 1 აგვისტომდე გამოვლინდება, სამუშაოები 3 თვეში უნდა დაასრულოს.

პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთ მონაკვეთზე შესაძლოა მდინარეს კალაპოტს შეცვლა დასჭირდეს.

“აღნიშნულ მონაკვეტზე გზა დაპროექტებული არ არის, რისი მიზეზიც არის ამ მონაკვეთზე არსებული დიდი ზომის ჩახევება. აღნიშნული მონაკვეთი უნდა მოიხრეშოს. როგორც მთელ გზაზე აგრეთვე აღნიშნულ მონაკვეთზე უნდა მოეწყოს თვალამრიდის ზღუდარი, გარდრეილის ტიპის. წინასწარი დათვალიერებით და ზოგადი კვლევების შესაბამისად მთის ჩახევებული ფერდები საჭიროებს გამაგრებას, რისთვისაც აუცილებელია მდინარის კალაპოტის გადატანა, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი ჩახევებების პროცესები. აქედან გამომდინარე საჭიროდ მიგვაჩნია ცალკე პროექტის ფარგლებში, მდინარის კვლევის საფუძველზე მოხდეს მისი ფორმირების და ამ და სხვა მსგავსი ჩახევებული ფერდების გამაგრების პროექტის შედგენა,” – აღნიშნავენ პროექტის ავტორები.